გიორგი კვირიკაშვილი ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შეხვდა
10-11-2016, 07:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა ღრმავდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრ აშოკ გაჯაპათი რაჯუს შეხვედრაზე აღინიშნა.

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ინდოეთის სამთავრობო დელეგაციის პირველი მაღალი დონის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურების გამოხატულებად შეაფასა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას.

 


"საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ დიდ პოტენციალს და აღინიშნა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიაფრენების დაწყება ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

 


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები. ხაზი გაესვა საქართველო-ინდოეთის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის როლს პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოში მსხვილი ინდური კორპორაციების საქმიანობა, მათ შორის, „ტატა ჯგუფის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციები.

 


საუბარი ასევე შეეხო სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის განვითარების კომპონენტს - „გადაიღე საქართველოში“, რომლითაც ინდოელი პროდიუსერები არიან დაინტერესებულნი", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 


შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი