საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შრი აშოკ გაჯაფთჰი რაჯუს შეხვდა და საქართველო-ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა.
გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის დიდი პატივია ისეთი დიდი ისტორიის, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და დემოკრატიული განვითარების ქვეყანასთან ურთიერთობა, როგორიც ინდოეთია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილი მიესალმება ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და ინდოეთს შორის გააქტიურებულ ორმხრივ მოლაპარაკებებს, რაც კიდევ უფრო გაააქტიურებს ბიზნეს და ტურისტულ აქტივობებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ტრანსკონტინენტალურ პროექტებზე, რომელშიც საქართველო ცენტრალურ როლს ასრულებს.
„ჩვენი მიზანია გავხსნათ კარი და შესაძლებლობები აზიისთვის ევროპისკენ. მჯერა, რომ ამ პროექტების მიმართ ინდოეთს მაღალი დაინტერესება ექნება და მომავალში თქვენ აქტიურად ჩაერთვებით სამუშაოებში, რომელიც გაზრდის ტრანსპორტირების და ვაჭრობის შესაძლებლობებს აზიიდან ევროპის მიმართულებით, საქართველოს გავლით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ორმხრივი ინვესტიციების წახალისების მიზნით თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი გამოთქვა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო საინტერესო ქვეყანაა, რომელიც ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით მოწინავე ქყვენების გვერდით დგას. „მჯერა, რომ ეს საინტერესო ბაზარი იქნება ინდური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.