საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა აშოკ გაჯაპათმა მოაწერეს.
"მემორანდუმში განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების არსებულ პერსპექტივებს ვაჭრობის, კულტურის და ტურიზმის სფეროებში და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობას ხსენებული მიზნის მისაღწევად.
ამასთან, ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარების კუთხით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებასა და ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების გამართვა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.
მემორანდუმში ასევე საუბარია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის დარგში სასწავლო ტრენინგების მიმართულებით", - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.