ეკონომიკის სამინისტრომ გერმანულ მხარესთან საქართველოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
10-11-2016, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, მემორანდუმის საგანია მხარეებს შორის თანამშრომლობა საქართველოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის საკითხებზე. მათივე განცხადებით, აღნიშნული საქართველოს ეკოლოგიური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ინტერესების დაბალანსებით ქვეყნის მდგრადი განვითარებას განაპირობებს.

 


"მემორანდუმის მიზანია საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის, ახმეტისა და თუშეთის მუნიციპალიტეტების, ასევე 12 სოფლის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავება.

 


აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსისა და მასშტაბის თანამშრომლობა ქვეყნის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის კონტექსტში პირველად ხორციელდება.

 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებას და პასუხისმგებელია პროექტების განხორციელებაზე.

 


GIZ -ი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტროს (BMZ) პროექტის „ბიომრავლფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ტექნიკური და ფინანსურ დახმარებით ხელს შეუწყობს აღნიშნული სივრცული მოწყობის პროექტების, გარემოს დაცვის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებას. ამ მიზნით უკვე გაფორმებულია საგრანტო ხელშეკრულება თანადაფინანსების შესახებ. სამინისტროს თხოვნით GIZ-მა გამოყო დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც სამინისტროს გაუწევენ ექსპერტულ დახმარებას.

 


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემის შემუშავების მიზნით, საერთაშორისო კონსორციუმის შერჩევის პროცესს განაგრძობს. პარალელურად, შესაბამისი კონკურსებით შერჩეული ქართული კონსორციუმები მესტიის მუნიციპალიტეტის, მულახის თემის, ბახმაროს, ბაკურიანის(დიდი მიტარბის) და იყალთოს ხევის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციას შეიმუშავებენ", - განმარტავენ სამინისტროში.

 


მემორანდუმს ხელი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ხელმძღვანელმა ქრისტიან გიონერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა მოაწერეს. 

 


„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და GIZ -ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ეს არის სამომავლო ურთიერთობის ხელშეკრულება. თქვენს ქვეყანას უნიკალური კულტურული ღირებულებები გააჩნია. ჩვენ ქართულ მხარეს ფინანსური და ტექნიკური კუთხით დავეხმარებით და კონსულტაციას გავუწევთ მთვრობას სივრცით-ტერიტორიული მოწყობის საკითხებში" - განაცხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების - (GIZ) „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში ქრისტიან გიონერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი