აბაშაში ცენტრალური სტადიონის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც Guardian.ge-ს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მოედნის გასწვრივ მოეწყობა წყალსაწრეტი არხი და განახლდება იარუსები - მოხდება ძველი ხის ძელების დემონტაჟი, გასწორდება და შეიღებება რკინის კონსტრუქცია და დამონტაჟდება ახალი პლასტმასის სკამები.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი და გამგებლის მოადგილე ვახტანგ გაბელაია გაეცნენ.
პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მასზე 22 022 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.