„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით პროკურატურის დაინტერესება ლოგიკურია. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, თუმცა მან თავი შეიკავა იმის კომენტირებისაგან თუ რამდენად რეალურია ინაშვილის განცხადება.
„ყველა განცხადებაზე გამოძიება ვერ დაიწყება, მაგრამ ამ შემთხვევაში პროკურატურამ მიიჩნია საჭიროდ, რომ დაიბაროს ინაშვილი. მეც ასე მოვიქცეოდი. როდესაც საკმაოდ რეიტინგულ გადაცემაში ასეთი განცხადება კეთდება, მით უმეტეს, ინაშვილი ცნობილი სახეა, თავისთავად ცხადია, ლოგიკურია და სწორია დაბარებულ და გამოკითხულ იქნას იგი.
რამდენად რეალურია ეს განცხადება, ამაზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. საინტერესო იქნება სრული ინფორმაცია, რაც მას გააჩნია," განაცხადა სესიაშვილმა.
გუშინ გადაცემა „იმედის კვირაში“ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ 21 მარტის დაანონსებული აქციის ფარგლებში, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას ან ბაჩო ახალაიას მოწამლვა იგეგმება. ინაშვილის თქმით, ამის მიზანია, რომ აღნიშნული ფაქტი ხელისუფლებას დაბრალდეს. ინაშვილის თქმით, იგეგმება მისი ლიკვიდაციაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.