საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, იქნება გაუფასურებები, იქნება გამყარებები, მაგრამ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ვალუტას ექნება გამყარების მიმართულება.
"მოგეხსენებათ, საქართველოში არის მცურავი კურსი და ძალიან რთულია, რომ მოკლევადიან რყევებზე გაკეთდეს კომენტარი. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასეთი კომენტარი დიდ რისკს შეიცავს. კურსზე მოქმედებს სხვადასხვა გარიგება, მოლოდინები, რომლებიც არსებობს და ეს ყველაფერი არის ერთად ასახული.
ეროვნული ბანკი არ დუმს და ყოველთვის აკეთებს განცხადებებს, როდესაც საჭიროა. მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ არ არის ფუნდამენტური ფაქტორების გავლენა და არის გარკვეული მოლოდინები, ასევე იყო მსხვილი და ერთჯერადი ტრანზაქციები, ჩვენ გავაკეთეთ ეს ინტერვენციები, ეს არის ეროვნული ბანკის სტრატეგიაში, ეს არის ის რაც ადრეც ძალიან ბევრჯერ გაუკეთებია ეროვნულ ბანკს. 2012-2013-14-15 წელს და გაცილებით უფრო მეტი მოცულობით, ვიდრე ახლა ეს გაკეთდა ეს იყო აბსოლუტურად იყო შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში, როდესაც საჭირო იქნება, ამის გამოყენება მოუხდეს ეროვნულ ბანკს“, - განაცხადა გვენეტაძემ.
გვენეტაძემ კურსის ცვლილებასთან დაკავიშირებით, რეფინანსირების გაზრდილი სესხების გავლენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს არის ლიკვიდობის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ყველა პროგრესული პოლიტიკის გამტარებელი ეროვნული ბანკი იყენებს და ეს არ ახდენს გავლენას გაცვლით კურსზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.