თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაქ ობამას და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა უკვე საათნახევარზე მეტი ხანია რაც მიმდინარეობს.
ტრამპი ნიუ იორკიდან ვაშინგტონში დილით ჩაფრინდა. მას თან ახლავს მეუღლე, მელანია ტრამპი, რომელიც ოვალურ ოფისში პირველ ლედის მიშელ ობამას ხვდება.

(ტრამპი თვითმფრინავში ადის)
ბრიტანული "გარდიანის" ცნობით, ტრამპი ისე შევიდა ობამასთან შეხვედრაზე, რომ პრესასთან არ გამოჩენილა. მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა ოვალური ოფისი საზოგადოებრივი გასასვლელის გამოყენების გარეშე ისე დატოვოს, რომ მასმედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გააკეთოს.
(ამ ფოტოზე აღბეჭდილი არიან თეთრი სახლის თანამშრომლები იმ დროს, როცა ისინი დონალდ ტრამპის ოვალურ ოფისში მისვლას ელოდებიან)

ობამა ტრამპთან მოლაპარაკებებს მართავს, რომლის მიზანიცაა დაარწმუნოს არჩეული პრეზიდენტი, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა გარანტირებული იქნება.
"როიტერსი" ხაზს უსვამს, რომ ეს იქნება უხერხული შეხვედრა მოქმედ და არჩეულ პრეზიდენტებს შორის, მას შემდეგ რაც ტრამპმა განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა.
ტრამპი, მის მოწინააღმდეგე ჰილარი კლინტონზე განსაცვიფრებელი გამარჯვების შემდეგ, შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი გახდება.
ობამამ ულმობელი საარჩევნო კამპმანია აწარმოა ტრამპის წინააღმდეგ, რათა მას არ გაემარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი ტრამპს ხშირად უწოდებდა თეთრი სახლისათვის „შეუფერებელს“, მაგრამ პრეზიდენტმა ახლა დაჟინებით მოუწოდა ყველა ამერიკელს აღიარონ და მიიღონ სამშაბათის არჩევნების შედეგები.
„ჩვენ ახლა ყველანი ფესვებს ვაძლიერებთ მისი წარმატებისთვის, გაეერთიანოს და გაუძღვეს ამ ქვეყანას. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა არის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ჩვენი დემოკრატიის“, -განაცხადა ობამამ ოთხშაბათს თეთრი სახლის ეზოში მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.