თვითმკვლელი ტერორისტი სატვირთო ავტომანქანით ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოში შეიჭრა, რის შედეგადაც უზარმაზარი აფეთქება მოხდა.
სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერსი“ გარდაცვლილთა რიცხვს არ აკონკრეტებს და წერს, რომ მოკლულია რამდენიმე ადამიანი.
დიპლომატიურ მისიაში აფეთქება ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.
თალიბანმა განაცხადა, რომ თავდასხმის უკან ის დგას და ეს არის ქუნდუზში მიმდინარე თვის დასაწყისში კოალიციის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმებისადმი პასუხი, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.
ნატო ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში მომხდარ ინციდენტს იძიებს, რომლის დროსაც ავღანეთის ჯარები თალიბმა მებრძოლებმა ალყაში მოაქციეს და მათ დახმარებისთვის საჰაერო ძალები გამოიძახეს.
ადგილობრივი ოფიციოზის თქმით, ბრძოლების დროს 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, უმეტესი მათგანი საჰაერო დარტყმებისას.
გერმანიის დიპლომატიური მისია ბალხის პროვინციის დედაქალაქ მაზარი-შარიფის ცენტრში, კედლით შემოზღუდული რთულად შესასვლელი შენობაა.
გერმანიას ავღანეთში დაახლოებით 1 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, მათი უმეტესობა სწორედ ბალხის პროვინციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.