დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი კერძო სექტორი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტი კეთილდღეობა იყოს
11-11-2016, 00:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო ტრადიციულ რიგით მე-17 ბიზნეს-დაჯილდოებაში.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვიცე პრემიერმა წარმატება ბიზნესის იმ წარმომადგენლებს მიულოცა, რომლებმაც სხვადასხვა ტრადიციულ ნომინაციებში გაიმარჯვეს. წლევანდელ დაჯილდოებაში პირველად გამოვლინდა გამარჯვებული ნომინაციაში „Investment Awards”.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევაზე „Doing Business 2017“, რომლის თანახმადაც საქართველო, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო მსგავსი ეროვნული შემოსავლის მქონე 51 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა.

 


დაჯილდოებაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად კერძო სექტორს გაუჩნდა სახელმწიფოს მიმართ მეტი ნდობა და საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოების სურვილი.

 


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული დამოკიდებულება აისახა 2015 წლის ბოლოს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში, სადაც 800-ზე მეტი მცირე, საშუალო და დიდი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია გამოიკითხა. კვლევის თანახმად, კერძო კომპანიების დიდი უმრავლესობა კმაყოფილია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოთი, გეგმავს წარმოების გაფართოებას და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას.

 


„ეკონომიკა კერძო სექტორზე დგას. ის, რა თქმა უნდა, იმსახურებს იმას, რომ მათ საქვეყნოდ გადავუხადოთ მადლობა. ჩვენ გვყავს ნამდვილად ნიჭიერი ბიზნესმენები, ჩვენი კერძო სექტორი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტი კეთილდღეობა იყოს და მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი