თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა, დაახლოებით, 800 მილიონი ლარი იქნება.
„ბიუჯეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო პრიორიტეტია გამოყოფილი, რაც დაკავშირებულია საბავშვო ბაღების მშენებლობასთან და ზოგადად მომავალზე ზრუნვასთან. გამწვანება და ეკოლოგია კვლავაც პრიორიტეტია, ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამუშაოები, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავებთ. ასევე ტრანსპორტის მიმართულებით მოხდება ავტობუსების შემოყვანის დასრულება, მეტროპოლიტენის მოდერნიზაცია. მომდევნო წელი ჩვენი მოქალაქეებისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა, რომელიც დროთა განმავლობაში რასაკვირველია გაიზრდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.