ქვეყანაში მოხდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხეს ის, რისი სურვილიც ჰქონდათ.
"პარლამენტის მიღმა დარჩენილ ოპოზიცურ სპექტრს აქვს სერიოზული გამოწვევები. მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. გარკვეული დრო სჭირდება გადაფასებას შეფასებას საკითხების გადახალისებას. მე პირადად ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური გაერთიანებების, დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას.... ჩვენთან ჩატარდა არჩევნები, სადაც აირჩიეს ახალი პარლამენტი, ქვეყანამ მიიღო დე იურედ ორპარტიული სისტემა, მაგრამ სინამდვილეში დე ფაქტოდ ეს არის ერთპარტიული სისტემა. ჩემი აზრით, ქვეყანაში მოხდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხეს ის, რისი სურვილიც ჰქონდათ. დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს აბსოლუტური უმრავლესობით მართვა. „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარების. ის არის პასუხისმგებელი ქვეყნის წარმატებასაც და წარუმატებლობაზე. მე პირადად, არ ვარ მაინცდამაინც ოპტიმისტურად განწყობლი. გამოწვევები ბევრია, ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდება საქართველოში და საქართველოს გარეთ, რომელიც უშუალოდ შეგვეხება ჩვენ.... ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გარკვეული ხარვეზები დაუშვა. გადაფასებები უნდა მოხდეს. საინტერესო პროცესები დაიწყო ოპოზიციურ სპექტრში“, - აღნიშნა სანიკიძემ.
სანიკიძემ დღეს "ეროვნული ფორუმის" დატოვების შესახებ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.