საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა მთავრობის პარლამენტთან ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, მთავრობას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლის არანაირი პრობლემა არ ექნება.
„არ მგონია, რომ პარლამენტში მისვლით ეკონომიკურ პრობლემებს რამე ვუშველოთ. ამისთვის 24 საათიანი მუშაობაა საჭირო, რასაც ჩვენი მთავრობა აკეთებს. თუმცა პარლამენტში მისვლაც არ არის პრობლემა. მთავრობა პარლამენტთან ანგარიშვალდებულია და თუ ეს საკითხი დადგება ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვექნება," განაცხადა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კიდევ ერთხელ მიმართეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.