დავით უსუფაშვილი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს გამოემშვიდობა.
გავიდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ამ შენობაში შემოვაბიჯეთ და ბედნიერი ვარ, თუკი შევასრულეთ ყველა მოვალეობა, რაც ჩვენზე იყო დაკისრებული, - განაცხადა უსუფაშვილმა გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე.
„მადლობა იმას, ვინც უზრუნველყოფდა სხდომათა დარბაზში მშვიდობას, როდესაც რომელიმე დეპუტატს უმტყუნებდა ნერვები. ეს გუნდი იმით არის გამორჩეული, რომ აქ არიან სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა პროფესიის და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, რაც ხელს არ გვიშველის, ვემსახუროთ პარლამენტს, გვქონდეს ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა. მე ვისურვებდი, რომ ეს თვისება, რაც ახასიათებს პარლამენტის აპარატს, იყოს საქართველოს ახალ პარლამენტშიც, რათა განსხვავებულმა ადამიანებმა შეძლონ თანამშრომლობა.... დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს უკეთესი და უკეთესი პარლამენტი ეყოლება. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ კვლავაც შევხვდებით ერთმანეთს, რადგან ცხოვრება გრძელდება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.