ხობის მუნიციპალიტეტში, ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოხვამეკარში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
როგორც Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ბეტონის საფარის დაგება, სანიაღვრე არხების გაწმენდა და რკინის ცხაურების გაკეთება.
მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 152166 ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.