ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში და საზოგადოების წარმომამდგენლები ესწრებოდნენ.
როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, „ქალთა ოთახის“- მიზანია, ქალებისთვის ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება, ქალთა ცნობიერების ამაღლების მხარდაჭრა და ასევე სათემო და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილებების მიღებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა.
„ქალთა ოთახის“ ვიზიტორებს შეეძლებათ უფასოდ ისარგებლონ კომპიუტერითა და ინტერნეტით, ბიბლიოთეკით, საბავშვო კუთხით, სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად, საკონსულტაციო სერვისებითა და სხვა მომსახურებით.
„ქალთა ოთახის“ პროექტი „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (SDC) აფინანსებს და არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.