საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბრიუსელში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსის მიწვევით იმყოფებოდა.
შეხვედრა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ გახსნა. სამხედრო მაღალჩინოსნებმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
თავდაცვის უწყების ცნობით, სამხედრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსთან, შვედეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდალთან, გენერალ მაიკლ ბაიდენთან და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ პიერ დო ვილიესთან.
უწყების ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ევროკავშირის საწვრთნელი მისიის (EUTM RCA) მეთაურთან, გენერალ-მაიორ ერიკ ოტოკლიკ ღაისთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის ჩართვის საკითხი იყო. მან ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაზე და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობისთვის, მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.