ია მეტრეველი შვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აკისრებს.
სასამართლოში რობაქიძის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით დაკითხვისას ია მეტრეველმა განაცხადა, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს ბუტა რობაქიძესთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც შემდგომ დააკავეს, ბარბაროსულად მოექცნენ. მისივე თქმით, პოლიციელებს უსაზღვრო უფლებები სააკაშვილისა და ოქრუაშვილის მიერ გატარებული პოლიტიკის საფუძველზე ჰქონდათ.
“ამ ყველაფერში სააკაშვილია თავი და თავი. მან უთხრა პოლიციელებს, ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთო. 160 ბიჭი დახვრიტეს ქუჩაში. 10 წელი ვიბრძოდი, რომ ეს ჯალათები შემეჩერებინა. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, თქვენს შვილებს რა ცოდვას უტოვებთ. ისეთი შვილი მომიკალით, აუცილებლად გადავა ეს ცოდვა თქვენს მოდგმაზე”, – მიმართა ია მეტრეველმა ბრალდებულებს. ია მეტრეველის განცხადებით, მომაკვდავ ბუტა რობაქიძესთან სასწრაფოს არ უშვებდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.