საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თქმით, "სანამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, პეტრო პოროშენკოს არ შეხვდება".
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა აღნიშნა, "როცა დონალდ ტრამპი წლების წინ თვლიდა, რომ სააკაშვილის გამოცდილების გამოყენება შეიძლებოდა და იგივე აზრზე იყო ჰილარი კლინტონი, პოროშენკომ ეს შანსი ხელიდან გაუშვა".
"პოროშენკოს არ უნდოდა ჩემი გამოცდილების გაზიარება რადგან მას არ სურდა ხალხის დახმარება,“- განაცხადა მან.
მისივე თქმით, ადამიანს არ შეუძლია ორ ფრონტზე მუშაობა.
„საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს მე იქ არ ვიმყოფებოდი. როდესაც ვიყავი საქართველოში, ჩვენ შევძელით საქმის გაკეთება. ახლა მე თავს ვგრძნობ, როგორც 2001 წელს, როდესაც შევარდნაძის მთავრობიდან წავედი, ახალი პოლიტიკური ძალა დავაფუძნე, ვადამდელი არჩევნები დავნიშნეთ, გავიმარჯვეთ და გავატარეთ რეფორმები. ჩვენ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ, შევცვლით ხელისუფლებას და შევცვლით ხალხის დამოკიდებულებას ხელისუფლებისადმი, რადგან ხალხი ხელსუფლებლებისგან მხოლოდ ნეგატიურს ელის”, - განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.