პრემიერ მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარდაჭერით, 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სააკორდინაციო ჯგუფი პასუხისმგებელია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს N1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების გახორციელებაზე.
"საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც 2015 წლის იანვრიდან სოფო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს, სამ თვეში ერთხელ იკრიბება და წარმოადგენს ანგარიშს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შესახებ. საკოორდინაციო ჯგუფში შედიან, როგორც სამთავრობო უწყებების, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისათვის საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა ამა წლის 26 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით N 339 დამტკიცდა. წინა წლების სამოქმედო გეგმისგან განსხვავებით, 2016-2017 წლების გეგმა ბევრად გაუმჯობესებულია. ცალ-ცალკე არის განსაზღვრული საქმიანობისა და შედეგების მიღწევაზე პასუხისმგებელი წამყვანი სამინისტროები/უწყებები და თანამშრომელი სამინისტროები/უწყებები, ასევე, დახვეწილია გეგმის მიზნები და ინდიკატორები.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისთვის საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ციკლი ჰარმონიზებულია საქართველოს უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მიმდინარეობასთან, ხოლო კავშირები პოლიტიკურ დოკუმენტებს შორის გაძლიერებულია.
ეროვნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სფეროში აღებული ვალდებულებების შედეგებად ქცევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.