საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მოღვაწეობას რუსეთის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი აფასებს.
"იტარ-ტასის" ცნობით, ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე მედვედევი სააკაშვილის მიერ ოდესის გუბერნატორის პოსტის დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ოდესის ოლქის გუბერნატორის გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად არ გამოიყურება".
"მე ვიტყვი მარტივად, რუსულად - ამ მგზავრმა კვლავ ჩაისვარა. უკრაინას, ალბათ, იმედი ჰქონდა გამოცდილი ადამიანის მოსვლის შედეგად ოდესის აყვავების, თუმცა, სამწუხაროდ, შედეგი უარყოფითი, ნულოვანია”, - განაცხადა მედვედევმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.