ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა ტრამპის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მისი არჩევა ევროკავშირის შეერთებულ შტატებთან არსებული ხელშეკრულებების დარღვევის რისკს წარმოშობს. ამის შესახებ BBC წერს.
„ჩვენ დაგვჭირდება არჩეული პრეზიდენტისთვის იმის სწავლება, რა არის ევროპა და როგორ მუშაობს ის“, - უთხრა იუნკერმა სტუდენტებს ლუქსემბურგში.
კომისიის პრეზიდენტის პროგნოზირებით, ორი წელი დრო ფუჭად იქნება დახარჯული იმ პერიოდში, როცა ტრამპი „იმ მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებს, რომელიც მან არ იცის“.
იუნკერის გამონათქვამები კონტრასტულია ევროკავშირის სხვა ლიდერებთან შედარებით, რომლებმაც უფრო თავშეკავებული განცხადებები გააკეთეს ან მდუმარება არჩიეს სამშაბათის არჩევნების შოკისმომგვრელი შედეგისადმი.
როგორც BBC წერს, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ადვილი არ იქნება.

იუნკერმა ოთხშაბათს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთობლივი განცხადებით, ოფიციალური მილოცვის წერილი გაუგზავნა ტრამპს, პარასკევს კი მან თქვა: „ჩვეულებრივ, ამერიკელები არ გამოხატავენ ევროპისადმი ინტერესს.
„კამპანიის დროს, ბატონმა ტრამპმა თქვა, რომ ბელგია სოფელია, ჩვენს რომელიღაც კონტინენტზე...
„ის აყენებს საკითხს, რომელსაც შესაძლოა საზიანო შედეგები ჰქონდეს, რადგან ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ტრანს-ატლანტიკურ ალიანსს, და ამგვარად, მოდელს, რაზეც ევროპის თავდაცვა დგას.
„ის გამოხატავს შეხედულებებს ლტოლვილებსა და არათეთრ ამერიკელებზე, რაც არ ესადაგება ევროპულ კონვენციებსა და გრძნობებს“.
ტრამპმა ივლისში, ბევრში გამოიწვია შეშფოთება, როცა რესპუბლიკელების ეროვნულ ყრილობაზე, სადაც მან თანხმობა განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატობაზე, თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება არ დაიცვას ალიანსის სხვა წევრები, თუკი ისინი არ გაიღებენ სამხედრო ხარჯებისთვის საკმარის თანხებს და ნართაულად გადაჰკრა სიტყვა, რომ მან შესაძლოა გამოიყვანოს მსოფლიოს ყველა წერტილიდან შეერთებული შტატების ძალები და ამის ნაცვლად ტრამპმა უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი რუსეთთან გამოხატა.
ნატო-ს სიძლიერის და გლობალური უსაფრთხოების ქვაკუთხედს ის ხელშეკრულება წარმოადგენს, რომ ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს ყველა სხვა დანარჩენ წევრზე თავდასხმას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.