საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. თავდაცვის უწყების ცნობით, აფეთქების შედეგად, საქართველოს შეიარაღებული ძალების არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.
"დღეს, დილით ავღანეთში ამერიკულ ბაზა ბაგრამზე აფეთქება მოხდა. ე.წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა. დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები. ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული", - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.