შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ც. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ნოემბერს ცივი იარაღით შეიარაღებული ბრალდებული თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტს თავს დაესხა და მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნ.ც. ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,
უწყების ცნობით, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.