"ქართული ოცნების" წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი აქცენტი სახელმწიფო სექტორში ხარჯების, მათ შორის, პრემიების შემცირებაზე გაკეთდება.
კვაჭანტირაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული შევხედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მსჯელობის საკითხი ბიუჯეტიც იყო. მისი თქმით, სერიოზული თანხები იქნება გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
“შეხვედრის მთავარი საკითხი იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის მზდება. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის საკითხებსაც შევეხეთ, ერთმნიშვნელოვნად, მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება მორგებული ჩვენი ქვეყნის საჭიროებებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ქვეყნის ეკონომიკის წინაშე და იმ დაპირებებზე, რომელიც გაიცა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.