რუსეთმა შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს მოსკოვში მაიკლ მაკფოლს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ მაკფოლსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სდამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაკფოლმა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ელჩი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მე-2 ვადაში, 2012-2014 წლებში იყო, განაცხადა, რომ მან აკრძალვის თაობაზე მაშინ გაიგო, როცა ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საკონსულოს ვიზის ასაღებად მიმართა, რათა დახმარებოდა დამარცხებულ საპრეზიდენტო კანდიდატს ჰილარი კლინტონს, როგორც ის არჩევნებამდე ფიქრობდა, თეთრ სახლში მისი [კლინტონის] გადასვლის პროცესში.
„მე რუსეთში ასეულობით მეგობარი მყავს. ნამვილად ვწუხვარ, რომ ეს სანქციები ადამიანებთან კომუნიკაციას უფრო რთულს ხდის“, დაწერა სოციალურ მედიაში მაკფოლმა შაბათს.
ცოტა უფრო ადრე სხვა განცხადებაში კი მან აღწერა, თუ რისთვის შეიძლებოდა გაეტარებინა მოსკოვს მისთვის ამგვარი სანქცია.
„მე მითხრეს, რომ კრემლის სანქციების სიაში ობამასთან სიახლოვის გამო ვარ. ამას კომპლიმენტად მივიღებ. შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსებზე, რომლებიც (პრეზიდენტ ვლადიმერ) პუტინთან არიან ახლოს“.
„რამდენადაც ვიცი, ჯორჯ კენანი იყო შეერთებული შტატების უკანასკნელი ელჩი საბჭოთა კავშირში/რუსეთში, რომელსაც იქ მოგზაურობა აუკრძალეს.“. მოსკოვმა კენანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა 1952 წელს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრძალვა საჯაროდ არ დაუდასტურებია, მაგრამ სამინისტროს წყაროებმა რუსეთის ახალი ამბების სააგენტოებს უთხრეს, რომ მაკფოლი სანქციებდაწესებულთა სიას 2014 წელს დაამატეს.
კრემლს მაკფოლთან მისი ელჩობის დროს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა და ცდილობდა მისი ოპოზიციასთან კონტაქტებისთვის ლაგამის ამოდებას.
მაკფოლი ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.