თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაადასტურა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე მან კონსულტაციები ეკონომიკის ექსპერტთან, ირაკლი ლექვინაძესთან უკვე გამართა, თუმცა მან არ დააკონკრეტა აქვს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნულ საკადრო გადაწყვეტილებაზე.
"კონსულტაციები გვაქვს ირაკლი ლექვინაძესთან. ის არის ძალიან გამოცდილი კადრი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ვაპირებთ რომ გავაკეთოთ შესაბამისი განაცხადი," თქვა დავით ნარმანიამ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" -თან საუბარში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.