თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაგრამის საჰაერო ბაზის შიგნით, ავღანეთში ყველაზე მსხვილ ამერიკულ სამხედრო დაწესებულებაში, ოთხი ამერიკელი მოკლა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ეშ კარტერმა განაცხადა, რომ თავდასხმისას მოკლულია სამხედრო სამსახურის ორი წევრი და ორი კონტრაქტორი.
მისივე თქმით, შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურის 16 წევრს და ერთ პოლონელ ჯარისკაცს დაზიანებები აქვთ მიღებული.
თალიბანმა განაცხადა, რომ თავდასხმა მათმა ერთ-ერთმა მებრძოლმა განახორციელა. როგორც BBC წერს აღნიშნული ბაზა ერთ-ერთი ყველაზე უფრო უკეთესად დაცული ადგილია ავღანეთში.
ბაგრამი წარსულშიც ყოფილა თალიბი მებრძოლების სამიზნე, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბომბი ბაზის შიგნით აფეთქდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.