ავღანეთში, მაზარი-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოს თანამშრომელთა სიცოცხლის გადარჩენისთვის და წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის, ლევან იზორია მტკიცე მხარდაჭერის მისიის ქართულ სამხედრო კონტინგენტს მადლობას უხდის. თავდაცვის მინისტრი სწრაფი რეაგირების ჯგუფის მეთაურსა და წევრებს პირადად გაესაუბრა, მოისმინა დეტალური ინფორმაცია ჩატარებული ოპერაციის შესახებ და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე შეიარაღებული თავდასხმა კოალიციურმა ძალებმა აღკვეთეს. გამორჩეული იყო ქართული ოცეულის რეაგირება, რომელმაც საკონსულოს თანამშრომლების უსაფრთხოება უზრუნველყო.
ქალაქ მაზარ-ი-შარიფში დიპლომატიური მისიის შენობასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გავიდა მტკიცე მხარდაჭერის მისიის, სწრაფი რეაგირების ქართული ოცეული, რომელმაც თავდამსხმელების მხრიდან გახსნილი საპირისპირო ცეცხლი მოიგერია და საკონსულოს შენობიდან თანამშრომელთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უზრუნველყო. ქართველმა სამხედროებმა სიტუაციის სრული გაკონტროლება შეძლეს. ქართული ბატალიონიდან და კოალიციური ძალებიდან არავინ დაშავებულა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა. „ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ ავღანეთის უშიშროების ძალებისა და ქართული შეიარაღებული ძალების მიმართ Resolut Support-დან, რომლებმაც მამაცურად, პროფესიულად და დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება და თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს”- ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.