მთავრობის ადმინისტრაცია: კახეთის რეგიონში უკვე 52 ახალი საწარმო გაიხსნა - კვირიკაშვილმა სოფელ გრემში სპირტსახდელი საწარმო დაათვალიერა
13-11-2016, 05:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო - „სარაჯიშვილი დისტილერი“ გაიხსნა. სოფელ გრემში მდებარე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპირტსახდელი საწარმო დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა დაათვალიერა.

 

 

მთავრობის ადმინსიტრაციის პრეს სამსახურის ინფორმაციის თანახმად, გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ახლადგახსნილი საწარმო სულ მალე ადგილობრივ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გაიტანს, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კი ხელს შეუწყობს წარმოების განვითარებას.

 

 

“სარაჯიშვილი დისტილერი“ სახელმწიფოს მხარდაჭერით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აშენდა. პროექტის განსახორციელებლად 827 000 აშშ დოლარი დაიხარჯა, აქედან, აგროკრედიტის მოცულობამ 600 000 აშშ დოლარი შეადგინა. ქარხანა აღჭურვილია შარანტის ტიპის რვა აპარატით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ღვინის ბრენდის კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. კომპანია წელიწადში 500 000 ლიტრ საბრენდე სპირტს აწარმოებს. საწარმოში 150-მდე ადამიანი დასაქმდება.

 

 

სახელმწიფოს მხარდაჭერით კახეთის რეგიონში უკვე გაიხსნა 52 ახალი საწარმო და გაფართოვდა 303 საწარმო. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ამ პროექტების მხარდაჭერისთვის 17 მილიონ დოლარზე მეტია გაცემული", - აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი