საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაითვალისწინა "თავისუფალი დემოკრატების" თხოვნა და რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა ამ კვირაში ჩატარდება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს დღეს ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდა. ალასანიას თანაგუნდელებმა პრეზიდენტისაგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევა.
"თავისუფალი დემოკრატები" მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაგვთანხმდა, რათა ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა შედგეს. ჩვენ გავიზიარეთ პრეზიდენტის ის პოზიციაც, რომ ამ სხდომაზე აუცილებლად უნდა იყვნენ მოწვეული მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი," განუცხადა ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენებს. "რა შეეხება რიგგარეშე სხდომის გამართვის თარიღს, რეგლამენტისა და პროცედურის მიხედვით, ეს იქნება მიმდინარე კვირას," აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
"თავისუფალი დემოკრატები" პირველი იყო, რომელმაც გააჟღერა საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით პოზიცია. დღეს მოვედით პრეზიდენტთან, რომ გავმართოთ კონსულტაციები, რას ფიქრობს ის ამასთან დაკავშირებით - ხედავს თუ არა ამ სხდომის მოწვევის აუცილებლობას იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. ვგულისხმობ ეკონომიკურ და სავალუტო კრიზისს. წინა შეხვედრაზე პრეზიდენტმა გვითხრა, რომ შეხვდებოდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს, მოისმენდა მათ პოზიციას, დაელოდებოდა სავალუტო ფონდის მისიის მუშაობის დასრულებას საქართველოში და შემდეგ მთავრობასთან ერთად შეაჯამებდა პოზიციას. მაგრამ დავინახეთ, რომ მთავრობა არ არის მზად, რათა პასუხი გასცეს არსებულ გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, ორივე მხრიდან ჩაითვალა საჭიროდ, რომ დღეს კიდევ ერთხელ გაგვევლო ეს თემა. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა რას ფიქრობს პრეზიდენტი, ასევე, თუ როგორ დაიგეგმება ეს სხდომა, თუ ის იქნება ქვეყნის პირველი პირის მხრიდან მოწვეული," ეს კომენტარი კი ჟურნალისტებთან შეხვედრის დაწყებამდე ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.