ახალ ზელანდიაში ძლიერი, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
13-11-2016, 06:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი ზელანდიის სამხრეთის კუნძულზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა და მისი ეპიცენტრი ქრისჩარჩიდან დაახლოებით 95 კილომეტრის მანძილზე იყო.

 

 

სამოქალაქო თავდაცვის სამინისტრომ სამხრეთის კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს მოსახლეობა ცუნამის საშიშროების გამო გააფრთხილა და ცუნამის შემთხვევაში, მოქალაქეებს უფრო მაღალ ადილებში თავის შეფარებისკენ მოუწოდა.

 

 

როგორც BBC წერს, ქრისჩარჩი ჯერ კიდევ იშუშებს 2011 წლის ძლიერი მიწისძვრის შედეგებს, რომელმაც 185 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 


გაზეთ „ჰერალდის“ ცნობით, რყევები იგრძნობოდა ველინგტონამდე, სადაც სირენების ხმა ისმოდა, ადამიანები შენობებიდან გაიქცნენ და ზოგიერთი მათგანი გაჰყვიროდა.

 


ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ქალაქ ჩევიოტში ზოგიერთი შენობა დაზიანდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი