დონალდ ტრამპმა დაადასტურა მისი მზაობა, რომ ამერიკიდან იმ სამ მილიონამდე ემიგრანტის გაძევებას ან დაპატიმრებას გეგმავს, რომლებიც კრიმინალები ან კრიმინალური წარსულის არიან
13-11-2016, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვრის გასწვრივ მისი დაგეგმილი კედელი შეიძლება რომ ნაწილობრივ ღობე იყოს, თუმცა მკაფიოდ დაადასტურა მისი მზაობა, რომ ქვეყნიდან სამ მილიონამდე კრიმინალი ემიგრანტის გაძევებას ან დაპატიმრებას გეგმავს.

 


ზოგიერთ ადგილას „კედელი უფრო შესაფერისია“, უთხრა მან შეერთებული შტატების სამაუწყებლო კომპანია CBS-სს, მაგრამ „იქ შეიძლება ზოგან ღობე იყოს“. 

 

 

შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვრის გარკვეულ მონაკვეთზე ღობე უკვე არსებობს. 

 

 

 


ტრამპი მისი საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ აცხადებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხევვაში მექსიკის საზღვარზე ააშენებდა კედელს, უფრო სწორად თავად მექსიკას აიძულებდა მის აშენებას, რომ ქვეყანა არალეგალური ემიგრანტებისაგან, „გამპატიურებელი, მოძალადე“ მექსიკელებისაგან დაეცვა, რაც ტრამპის მხარდამჭერებში დიდ მოწონებას იმსახურებდა.

 

 

მან თქვა, რომ ის გეგმავდა ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე მცხოვრები კრიმინალური წარსულის მქონე სამ მილიონამდე მიგრანტის დეპორტაციას ან დაპატიმრებას, ისეთების, როგორიც არიან კრიმინალური დაჯგუფებების წევრები და ნარკო-დილერები.

 


პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მის მთავარ ინტერვიუში ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიასთან, ტრამპმა CBS-სს უთხრა: „ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ იქნება ის, რომ კრიმინალებს ან კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს, ნარკო-დილერებს, რომლებიც ბევრნი არიან, ალბათ ორი მილიონი, მათი რიცხვი შეიძლება სამი მილიონიც იყოს, ჩვენ მათ ჩვენი ქვეყნიდან გავამგზავრებთ ან თავისუფლებას აღვუკვეთავთ“.

 


„რესპუბლიკელმა“ ტრამპმა სამშაბათის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი დაამარცხა და ბევრ ადამიანს, რომელიც წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვებიდან გამომდინარე „დემოკრატი“ კანდიდატის გამარჯვებას მოელოდა, შოკი მოჰგვარა.

 


შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპს 60.3 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ნაკლებმა ვიდრე ჰილარი კლინტონს, რომელმაც 60.8 მილიონმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა. მაგრამ ტრამპის მაღალმა შედეგებმა უმთავრეს საარჩევნო ბრძოლის ველად ქცეულ შტატებში, მათ შორის მიჩიგანში, განაპირობა მისი უპირატესობა ხმების რაოდენობის მიხედვით საარჩევნო კოლეგიაში, რომელიც საბოლოოდ ირჩევს პრეზიდენტს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი