ბულგარეთის პრემიერ მინისტრი პოსტიდან მიდის - ახალი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას Nato-ში შეინარჩუნებს, მაგრამ „ევროპელობა ანტი-რუსობას არ ნიშნავს“
13-11-2016, 14:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბულგარეთის პრემიერ მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა, მას შემდეგ რაც მისი პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, განაცხადა რომ იგი თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

 

ბორისოვი მხარს უჭერდა პარლამენტის მემარჯვენე-ცენტრისტულ ლიდერს, ცეცკა ცაჩევას, რომელმაც ეგზით პოლების თანახმად, კვირას გამართულ არჩევნებში ხმების მხოლოდ 35 პროცენტი მიიღო.

 


პოლიტიკურმა აუტსაიდერმა, ბულგარეთის საჰაერო ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა რუმენ რადევმა ხმების 58%-ზე მეტი მიიღო და დამაჯერებლად გაიმარჯვა. მას მხარს უჭერდა ოპოზიციური „სოციალისტური პარტია“.

 

 

უფრო ადრე, კვირას, ბორისოვმა თქვა: „ჩვენ არანაირი გზით არ მივიღებთ მთავრობაში მონაწილეობას, თუკი წავაგებთ დღეს არჩევნებს“.

 

 

მას შემდეგ რაც ეგზით პოლებმა ოპოზიციის კანდიდატი აშკარა უპირატეს პოზიციაზე დაასახელეს, მან თქვა, რომ იგი შეასრულებს მის დაპირებას მომდევნო რამდენიმე დღეში.

 


„არჩევნებმა აშკარად აჩვენა, რომ მმართველ კოალიციას უკვე აღარ გააჩნია უმრავლესობა“, - განაცხადა მან.

 


„ჩვენ ვიღებთ ხალხის ნებას და ვულოცავთ მათ, ვისაც ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა გააჩნიათ“.

 


კოალიცია, რომელიც 2014 წლის არჩევნების დროს ბორისოვმა ჩამოაყალიბა, დამოკიდებული იყო მემარცხენე-ცენტრისტული და ნაციონალისტური პარტიების მხარდაჭერაზე.

 


პრეზიდენტად არჩეულმა რადევმა განაცხადა, რომ იგი შეინარჩუნებს ბულგარეთს ნატოში, მაგრამ დაადასტურა, რომ „ევროპელობა ანტი-რუსობას არ ნიშნავს“.

 

 

მისი ოპონენტი, ქალბატონი ცაჩევა მასზე უფრო პრო-ევროპელად იყო მიჩნეული და იგი ბულგარეთის წარსულს აღწერდა, როგორც საბჭოთა სატელიტის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის „ბნელ წარსულს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი