შეერთებული შტატების დოლარმა აზიის ბაზრებზე 9 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, რადგან, როგორც „როიტერსი“ წერს, უფრო სწრაფი შიდა ინფლაციის და უფრო ფართო საბიუჯეტო დეფიციტების რისკები არსებობს ბევრ იმ ქვეყანაში, სადაც ახლად აღმოცენებული ბაზრებია.
ერთი ამერიკული დოლარის ფასი იაპონიაში 107 იენზე უფრო მაღალია და ვაჭრობისას მასთან კურსი 107.43 დაფიქსირდა, მაშინ როცა ევრო იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა და დოლართან მიმართებაში მისმა ფასმა 1.0773 შეადგინა.
ამერიკული დოლარი „რესპუბლიკელი“ კანდიდატის, დონალდ ტრამპის შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ არნახული გამყარების გზაზეა, რამაც განაპირობა მოკლევადიანი სახაზინო თამასუქების მასობრივი გაყიდვა.
10 წლის სახაზინო ბანკნოტების საპროცენტო შემოსავალი ორშაბათს, იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა და 2.21 პროცენტი შეადგინა, US10YT=RR, მაშინ როცა 30 წლის ფასიანი ქაღალდების ფასმა 3 პროცენტამდე მოიმატა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.