შსს-ს პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში, წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში „ჭკვიანი კამერები" დამონტაჟდება
14-11-2016, 00:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-მ ახალი პროექტი -„უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ დაიწყო.

 

 

"შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, დანაშაულის პრევენციის, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად, შსს-მ ახალი პროექტი -„უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ დაიწყო.

 

 

პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება. პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ახორციელებს, რომელიც 2016 წლის 4 ოქტომბერს გაიხსნა და შსს-ს ტექნოლოგიების ცენტრალიზებულ ჰაბს წარმოადგენს.

 

 

ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება, მათი ჩართვა შს სამინისტროს ერთიან ქსელში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით აღნიშნული კამერების უწყვეტი მონიტორინგი.

 

 

ამ პროექტის განხორციელებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ჩართვას. ამ მიზნით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლებმა, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს.

 

 

შეხვედრებზე მხარეებმა პროექტის განხორციელების პროცესში თავიანთი შესაძლებლობები განიხილეს და ერთობლივ ღონისძიებებზე შეთანხმდნენ.

 

 

აღნიშნული პროექტის მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეალურ დროში მოხდება დანაშაულზე და სამართალდარღვევებზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია, მოსახლეობაში გაიზრდება უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი, მკვეთრად შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი