საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი შეერთებულ შტატებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს და იმედოვნებს, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში, შტატები საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
ელჩი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ამერიკის მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება, რასაც მისივე თქმით, კონგრესის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაც ადასტურებს.
კელი აცხადებს, რომ თავად კვლავ "ფოკუსირებულია" საქართველოს მხარდაჭერაზე.
"კვლავ ფოკუსირებული ვარ საქართველოს მხარდაჭერაზე და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. კარგია ის ფაქტი, რომ ამერიკის მხრიდან არის საქართველოს მხარდაჭერა და ამას ადასტურებს კონგრესის გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ.... ველოდები ახლა უკვე გადაბარების პროცესს. ამ კვირაში იქნება სამუშაო შეხვედრები ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ის მხარდაჭერა, რაც ჰქონდა საქართველოს, გაგრძელდება. სიტყვისა და მედიის თავისუფლება არ შეცვლილა 240 წლის მანძილზე და ეს არ შეიცვლება. ეს არის ძირითადი ნაწილი კონსტიტუციის, ერთ-ერთი მთავარი ღირებულება და რა თქმა უნდა, ეს ვერ შეიცვლება. ასეთი სახის გადაწყვეტილება, რომ ვთქვათ შეიზღუდოს სიტყვის, თუ გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა არ მოხდება”, - განაცხადა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.