დავით უსუფაშვილი: ნომერი პირველი საფრთხე, რაც ეკონომიკას აქვს, ეს არის ჭორაობა და აპოკალიფსური სურათის დახატვა
09-03-2015, 13:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნომერი პირველი საფრთხე, რაც ეკონომიკას აქვს, ეს არის ჭორაობა, მითქმა-მოთქმა, არასტაბილურობის განცდა და აპოკალიფსური სურათის დახატვა, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ , დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 


ამასთან, უსუფაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს, ხუთშაბათს ან პარასკევს, პარლამენტის საკომიტეტო ფორმატში ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მოუსმენენ.

 


“არის კომპლექსური მუშაობა საჭირო იმისთვის, რომ რეგიონული პრობლემებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები მოსახლეობას ნაკლებად შეეხოს. ამაზე მთავრობა მუშაობს. კვირის ბოლოს, როცა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები თბილისში მოიყრიან თავს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც დარგობრივი მინისტრებისგან გაწეული მუშაობის ანგარიშს და მთავრობის გეგმას მოისმენენ. ოპოზიციის ვალია, გასწიოს ოპონირება, ხოლო ჩვენი გადაწყვეტილებაა, ვაკეთოთ საქმე და ამ საქმის თაობაზე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია," აღნიშნა დავით უსუფაშვილმა

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი