იოჰანეს ჰანი: საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, პოზიტიურ გადაწყვეტილებას ძალიან მალე ველოდები
14-11-2016, 03:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დღეს "აღმოსავლთ პარტნიორობის" წევრებთან ურთიერთობებს განიხილავენ. შეხვედრის დაწყებამდე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას "ძალიან მალე" ელოდება.

 


"მიმაჩნია, რომ საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს პირობები. პოზიტიურ გადაწყვეტილებას ძალიან მალე ველოდები, რადგან ამ ქვეყნების მოქალაქეები იმსახურებენ ამას.... მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჯერ კიდევ ნოემბერია, ამიტომ დეკემბერში პროცესის დასრულების შესაძლებლობა არსებობს.

 

 

ერთადერთი მიზეზი ამ პროცესის გაჭიანურების არის ის, რომ საჭიროა, ევროკავშირსა და ევროპარლამენტს შორის "შეჩერების მექანიზმთან" დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა“, - განაცხადა ევროკომისარმა.

 

 

ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგის მიხედვით, მინისტერიალის ფარგლებში, ევროპელი დიპლომატები ყურადღებას საქართველოში, მოლდოვასა და ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებზე, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, ასევე სომხეთთან და აზერბაოჯანთან ახალ შეთანხმებებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე გაამახვილებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი