ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში „კურჩხულას“ წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პროექტი მუხაესტატესა და წყავროკაში ჭაბურღილების მოწყობასაც ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა რკინა-ბეტონის წყალმიმღები და წყალშემკრები რეზერვუარები, დამონტაჟდება ფილტრები და აშენდება კაპტაჟები.
გამგეობაში განმარტავენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლებში, ზენითში, ალამბარში, მუხაესტატესა და წყავროკაში წყალმომარაგება გაუმჯობესდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელების მიზნით თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 438 990 ლარი დაიხარჯება, დეკემბრის თვეში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.