ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი დონის შემფასებელთა ჯგუფის 33-ე კურსი დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სწავლება, რომელშიც 19-ი ქვეყნის 40-მდე ოფიცერი მონაწილეობს, ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტროში განამრტავენ, რომ კურსის მიზანი ნატოს ძალებთან, ალიანსის პარტნიორი ქვეყნების თავსებადობის გაზრდაა.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და ნატოს შემფასებელთა კურსის დირექტორმა, მაკედონიის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა იგორ კუზმანოვსკიმ მიმართეს.
"სწავლებაში საქართველოს გარდა, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ ისინი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის წვრთნებს დაესწრებიან და მათ შესაძლებლობებს შეაფასებენ", - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.