თბილისში, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დასრულდა
14-11-2016, 04:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დასრულდა. ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის სამსახურის უფროს, გივი კუბლაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

 


დედაქალაქის მერიის ცნობით, ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტის მიხედვით, მდინარის ნაპირზე დამბა, დამბის წინა მხარეს კი ბეტონის დამცავი საფარი მოეწყო. მზიურის მიმდებარედ გაგანიერდა ვერეს კალაპოტი, დასრულდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლის აგება და მდინარის წყლის შემშვებ-გამომშვები, 500 მმ-იანი მილების მოწყობა.

 


მერის განცხადებით, ვერეს ხეობაში, პრევენციის მიზნით, კიდევ რამდენიმე პროექტი განხორციელდება.

 


„მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა, ვერეს ხეობაში, ამ მიმართულებით, პროექტები გრძელდება, სხვადასხვა ნაწილში კალაპოტის ფორმირების მე-2 და მე-3 ეტაპის სამუშაოები დაიწყება; გაზაფხულზე, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, გამწვანების პროექტს განახორციელებს. ასევე, კეთილმოეწყობა მზიურის პარკი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


მერიის ინფორმაციით, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოების პირველი ეტაპისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 558 000 ლარამდე დაიხარჯა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი