შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ კახეთის სოფლებში წინადაცვეთის პრაქტიკის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმებაში სამართალდამცველები ჩაერთვნენ.
"ჩვენი აპარატი არაერთხელ ყოფილა ამ სოფლებში ჩასული, ნოემბრის ბოლოს კიდევ ვგეგმავთ ჩასვლას. ჩვენთვის ძალიან საყურადღებო და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომ მაქსიმალურად გავერკვეთ და თუკი ასეთი პრობლემა რეალურად დასტურდება, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთოთ მისი აღმოფხვრის მიმართულებით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტში ქალის გენიტალიების სავარაუდო დასახიჩრების შემთხვევათა შესწავლა დაიწყო. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ყვარლის მუნიციპალიტეტის გარკვეული სოფლების მოსახლეობა ქალის გენიტალიების დასახიჩრებას ადასტურებს.
„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, კახეთში ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.