მთვრალი პოლიციელი, რომელიც თბილისში ორ ავტომანქანას შეეჯახა სამსახურიდან დაითხოვეს
09-03-2015, 13:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისა და პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედებისთვის პოლიციის ლეიტენანტი ვანო შოშიაშვილი სამსახურიდან დაითხოვეს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, პოლიციის ლეიტენანტ ვანო შოშიაშვილის მიერ სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილეობის ფაქტზე.

 

 

დადგინდა, რომ 2015 წლის 9 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, ვანო შოშიაშვილი მისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა ქ.თბილისში, ვაზისუბანში, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ორ ავტომანქანას. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია, დაზიანდა მხოლოდ ავტომანქანები. ამასთანავე, ვანო შოშიაშვილი აგრესიულად იქცეოდა.

 

 

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის მოსამსახურეებმა ვანო შოშიაშვილი ალკოტესტით შეამოწმეს სიმთვრალე-სიფხიზლეზე, რის შედეგადაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - მართვის უფლების 3 წლით შეჩერება.

 

 

ამდენად, პოლიციის ლეიტენანტმა ვანო შოშიაშვილმა ჩაიდინა შსს-ს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა შს მინისტრის 2013 წლის 17 იანვრის №26 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევაში.

 


ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისათვის, ვანო შოშიაშვილს უკვე ჰქონდა მიღებული სასტიკი საყვედური.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი