საპრეზიდენტო ძალაუფლების რამდენიმე, ყველაზე უხერხული გადაცემა ამერიკის ისტორიაში
14-11-2016, 07:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მის შემცვლელთან პირველი ნაბიჯი გადადგა საპრეზიდენტო ღილაკის გადაცემის გზაზე, მას შემდეგ რაც ის და ტრამპი საათნახევრის განმავლობაში საუბრობდნენ ერთმანეთთან, თეთრ სახლში შეხვედრისას.

 


„იგი კარგი კაცია“, - თქვა ტრამპმა, რომელიც მალე 45-ე პრეზიდენტი იქნება, მის წინამორბედზე.

 


მაგრამ კომპლიმენტის უკან მასსა და ობამას შორის წლების შეხლა-შემოხლა იმალებოდა. ტრამპმა ობამას „ყველაზე ცუდი პრეზიდენტი“ უწოდა ქვეყნის ისტორიაში და მისი დაბადების ადგილის შესახებ კითხვის ნიშნის დასმით, პრეზიდენტობის ლეგიტიმურობაც კი ეჭვქვეშ დააყენა.

 

 

ობამამ მისადმი ოპონენტის მწვავე და გესლიან კრიტიკას იმით უპასუხა, რომ ტრამპს „შეუფერებელი“ უწოდა ქვეყნის მთავარსარდლის პოსტზე.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მათი შეხვედრა გულთბილი ჩანდა, ისტორიამ აჩვენა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ლიდერებს შორის შეიძლება რომ აშკარად უხერხული იყოს.

 


გადავხედოთ საპრეზიდენტო ძალაუფლების რამდენიმე ყველაზე არაკომფორტულ გადაცემას, რომელზეც BBC თავის სტატიაში ამახვილებს ყურადღებას, რომლის თარგმანსაც Guardian.ge გთავაზობთ.

 

 

ჯონ ადამსი და თომას ჯეფერსონი

 

 

პრეზიდენტ ჯონ ადამსსა და ვიცე-პრეზიდენტ თომას ჯეფერსონს შორის ძალაუფლების გადაცემა 1800 წლის ხმაურიანი და მღელვარე არჩევნების შემდეგ, მიდლ ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორის, ჯონ ვილეს თანახმად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ რთული იყო.

 

 

ღვარძლიანი საარჩევნო კამპანია მიჩნეული იყო ძალაუფლების ყველაზე მნიშვნელოვან გადაცემად ისტორიაში, სასტიკად ნაბრძოლი არჩევნების შემდეგ, რომელიც დემოკრატ-რესპუბლიკელი ჯეფერსონის მიერ ფედერალისტი ადამსის დამარცხებით დასრულდა.

 


მაგრამ საპრეზიდენტო ამომრჩევლები გაურკვეველნი იყვნენ იმაში, ჯეფერსონს აძლევდნენ ხმას, თუ მის მიერ დასახელებულ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, აარონ ბურს, გამომდინარე მათ შორის ახლო კავშირებიდან. წარმომადგენლობითმა სახლმა შედეგებით გადაწყვიტა, რომ არჩეული ჯეფერსონი იყო.

 

 

დამფუძნებელმა მამებმა თავიანთი მეგობრობა პოლიტიკურ მღელვარებას შესწირეს და ადამსი ვაშინგტონიდან თომას ჯეფერსონის ინაუგურაციამდე გაიქცა.

 

 

(Guardian.ge-ს დამატება: მოგვიანებით, როდესაც ჯეფერსონს ორივე საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა და ისიც და ადამსიც უკვე ყოფილი პრეზიდენტები იყვნენ, მათ შორის ძველი მეგობრობა ერთმანეთთან წერილების მიმოწერით განახლდა, 1812 წლიდან მომდევნო 14 წლის განმავლობაში მათ ერთმანეთს 158 წერილი მისწერეს და პოლიტიკურთან ერთად სხვა საკითხებსაც განიხილავდნენ. ადამსის მიერ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე წარმოთქმული ბოლო სიტყვები მოიცავდა მისი დიდი ხნის მეგობრის და მეტოქის აღიარებას: „თომას ჯეფერსონი მეტ ხანს ცოცხლობს“, - არ იცოდა რა, რომ თომას ჯეფერსონი მის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე უკვე გარდაცვლილი იყო).

 

 

ფრანკლინ დელანო რუზველტი და ჰერბერტ ჰუვერი

 

 


ბატონმა ჰუვერმა ერთხელ, ის კაცი, ბატონი რუზველტი, რომელმაც იგი დაამარცხა, აღწერა, როგორც „ქამელეონი პლედში“, მაშინ როცა ფრანკლინ დელანო რუზველტმა მას „ჩასუქებული, მორცხვი, დაკოდილი მამალი“ უწოდა.

 


1932 წლის არჩევნების დროს ამერიკაში ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა, რამაც ამერიკული ეკონომიკა ქაოსში გახვია. ამან კი ჰუვერის მემკვიდრეობა საბოლოოდ გააფერმკრთალა და იგი წარუმატებელ ლიდერად წარმოაჩინა.

 


მათ ერთმანეთი არც მოწონდათ და არც ენდობოდნენ. რუზველტმა ყურად არ იღო პრეზიდენტ ჰუვერის არაერთგზის გაჟღერებული მოწოდება, ძალაუფლების გადაცემამდე განეხორციელებინათ ისეთი ერთობლივი ქმედებები, როგორიც იყო საგანგებო დეკლარაციის გამოცემა, რომელიც ბანკებიდან თანხების გამოტანის შეზღუდვას დააწესებდა.

 


ნაცვლად ამისა, რუზველტს უნდოდა ეჩვენებინა, რომ მისი ადმინისტრაცია მტკიცედ განსხვავდებოდა მისი წინამორბედის პრეზიდენტობისაგან.

 


ფრანკლინ დელანო რუზველტს სჯეროდა, რომ ჰუვერმა არ გააკეთა საკმარისი ამერიკელების დასახმარებლად, რომლებიც დიდი დეპრესიის დროს იტანჯებოდნენ, განაცხადა ჯეფრი ენგელმა, სამხრეთ მეთოდისტის უნივერსიტეტის საპრეზიდენტო ისტორიის ცენტრის დირექტორმა.

 


ორმხრივი ქედმაღლობა აშკარა იყო ინაუგურაციის დღეს, 1933 წლის მარტში, როდესაც ისინი მთელი გზა მდუმარედ ისხდნენ პრეზიდენტ რუზველტის ღია მანქანაში და მიემართებოდნენ ცერემონიის ადგილისკენ.

 

 

ჰარი ტრუმენი და დვაით ეიზენჰაუერი

 

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატი პრეზიდენტი ეიზენჰაუერთან ერთად მუშაობდა მე-2 მსოფლიო ომის და ნატო-ს შექმნის დროს, ბარბარა პერის, ვირჯინიის უნივერსიტეტის მილერის ცენტრში საპრეზიდენტო სწავლებათა დირექტორის თანახმად, მათ შორის ცუდი ურთიერთობა განვითარდა მას შემდეგ, რაც 1948 წელს ტრუმენმა იგი თეთრ სახლში მიიწვია.

 

 

პრეზიდენტმა ტრუმენმა გამოხატა სურვილი ეფიქრათ ეიზენჰაუერის, როგორც „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის წამოყენებისთვის მუშაობის დაწყებაზე, მაგრამ ორდენებით დამშვენებულმა 5-ვარსკვლავიანმა გენერალმა საბოლოოდ მისი ბედი „რესპუბლიკურ პარტიას“ დაუკავშირა.

 


ენგელის თანახმად, გავრცელებული ცნობით, ეიზენჰაუერმა ამ შემოთავაზებას შეხედა, როგორც საშინელ ნიშანს ხელმძღვანელობისა.

 


პოლიტიკური შეხლა-შემოხლა მაშინ გახურდა, როცა ეიზენჰაუერმა ძირი გამოუთხარა ტრუმენის სამხედრო პოლიტიკას საარჩევნო კამპანიისას, აღთქმას დებდა რა, რომ პერსონალურად წავიდოდა კორეაში რომ დაესრულებინა ომი ამერიკული ზავის პირობებით.

 


პრეზიდენტი ტრუმენი ასევე მრისხანე და გულმოსული გახდა, როდესაც გენერალი ინარჩუნებდა დუმილს, სენატორ ჯო მაკარტის მიერ გაკეთებულ კომენტარებზე.

 


„მან თითქმის ყველაფერ იმას უღალატა, რისთვისაც, ვფიქრობდი რომ იგი იბრძოდა“, -თქვა ტრუმენმა.

 


ქალბატონი პერის თქმით, პრეზიდენტმა შეუბრალებლად გახსნა ცეცხლი, თავს დაესხა ეიზენჰაუერს პიროვნულად და პროფესიული კუთხითაც, როგორც შეუფერებელს პრეზიდენტობისთვის.

 


პრეზიდენტად არჩეულმა ეიზენჰაუერმა წინასაშობაო სადილზე თეთრ სახლში მიწვევას იგნორირება გაუკეთა და ინაუგურაციის დღეზე უარი თქვა ტრუმენთან მისალმებაზე, სანამ ისინი ერთად გაემგზავრებოდნენ ცერემონიაზე.

 


ამის შემდეგ, პრეზიდენტი ტრუმენი ჩიოდა, რომ გენერალი ეიზენჰაუერი აიძულებდა ადამიანებს იმის კეთებას, რასაც თავად იტყოდა, და მალე გაარკვია, რომ პრეზიდენტობა ამ გზით არ მუშაობდა, - აღნიშნა ენგელმა.

 


„შენ პრეზიდენტობის დროს ადამიანებზე ბრძანებებს არ გასცემ, შენ უნდა დაარწმუნო ისინი, როგორც პრეზიდენტმა“, - თქვა ენგელმა.

 


„ვფიქრობ, ალბათ ეს ტრამპის ანალოგია, რომელსაც, როგორც ბიზნესპერსონას, შეუძლია გაათავისუფლოს ვინმე, რომელიც მას არ მოსწონს. მას არ გააჩნია იდეა, თუ როგორ უნდა იმუშაოს იმ ადამიანებთან, რომელსაც ის ვერ გაათავისუფლებს“.

 


ჯიმი კარტერი და რონალდ რეიგანი

 

 

 

 

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კარტერმა 1980 წელს მისი ხელახალი არჩევნები მძიმე საარჩევნო ბრძოლაში წააგო, გავრცელებული ინფორმაციით, რეიგანი ყურადღებას არ აქცევდა მას, როდესაც ისინი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ. „რესპუბლიკელი“ მრჩეველი რიჩარდ დარმანი The New York Times-ის წერილში 2000 წელს იხსენებდა, რომ მათი პირველი შეხვედრისას, კარტერი ცდილობდა აეხსნა რეიგანისთვის, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ოფიცერი მოკლე ანგარიშის ჩაბარებას ყოველდღიურად, დილის 7 საათზე იწყებდა.

 


რეიგანმა შეაწყვეტინა მას და უპასუხა: „მოიცა, შეუძლია მას დარწმუნებული იყოს, რომ დიდი ხნის ლოდინი მოუწევს, სანამ ჩემამდე მოვა“.

 


ენგელმა აღნიშნა, რომ კარტერმა მისი პრეზიდენტობის დარჩენილი დღეები თეთრ სახლში დაუღალავ შრომაში გაატარა იმისათვის, რომ ირანში დატყვევებული ამერიკელი მძევლები გაეთავისუფლებინა, რაც საბოლოოდ ასრულდა, რეიგანის ფიცის დადების შემდეგ.

 


„ეს ნამდვილად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ყველაზე ძვირფასი რამ, რაც პრეზიდენტს გააჩნია, არის დრო და ყველა პრეზიდენტი არ ირჩევს დროის მაქსიმიზაციას ამავე გზით“, - უთხრა მან BBC-ს.

 

ბილ კლინტონი და ჯორჯ დაბლიუ ბუში

 

 

 

2001 წლის ინაუგურაციის ცერემონიამდე კლინტონმა ჯორჯ დაბლიუ ბუში თეთრ სახლში ყავაზე დაპატიჟა და არჩეული პრეზიდენტი მას 10 წუთის განმავლობაში ელოდებოდა.

 


„მას აცნობეს, რომ კარები იკეტებოდა, როგორც კი კაბინეტის შეხვედრა იწყებოდა და თუ შენ კაბინეტის წევრი იყავი და დააგვიანებდი, შენდა სამწუხაროდ, ვეღარ შეხვიდოდი შიგნით“, - გაიხსენა ქალბატონმა პერიმ მომავალი, 43-ე პრეზიდენტის შესახებ საუბრისას. „შემიძლია წარმოვიდგინო თუ რა ტრიალებდა რეალურად ბუშის კანქვეშ“.

 

 

ამას დავამატოთ ისიც, რომ კლინტონმა ყავაზე ასევე ვიცე-პრეზიდენტი ელ გორიც მიიწვია.

 

 

გორს, ის-ის იყო დამარცხება ჰქონდა ნაგემი ბუშთან ცხარე საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის შედეგებიც სადაო გახდა და ფლორიდაში, სადაც გუბერნატორი ბუშის ძმა ჯებ ბუში იყო, ხმების ხელახალი გადათვლა გახდა საჭირო და საბოლოოდ მხოლოდ 537 ხმის უზუსტობა დადგინდა.

 


ასევე მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ კლინტონებსა და ბუშებს პოლიტიკური ბრძოლის ველზე ერთმანეთი ყელში დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდათ გაჩხერილი, - დაამატა ქალბატონმა პერიმ. კლინტონმა ბუშის მამა, მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯ ეიჩ ბუში დაამარცხა 1992 წელს.

 


„დაძაბულობას ამძაფრებდა ისიც, რომ ბუშს ნათქვამი ჰქონდა, რომ ის აღადგენდა ოვალური ოფისის ღირსებას და ერთიანობას, რაც პირდაპირი სილის გაწვნა იყო ბილ კლინტონისა და იმისადმი, რაც მან იმ ოფისში გააკეთა“, განაცხადა ენგელმა, როცა კლინტონის მოურიდებელ საქციელს შეეხო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი