ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა "აღმოსავლეთ პარტნიორობასთან" დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო მიესალმება საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას უზრუნველყოფს.
ევროკავშირის საბჭო ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესების დროულად დასრულების მნიშვნელობას.
“საბჭო აღიარებს, რომ მობილურობა და ადამიანებს შორის კონტაქტები ევროკავშირის წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებებს აახლოებს. საბჭო აღნიშნავს, რომ მოქალაქეების მობილობა უსაფრთხო და კარგად მართვად გარემოში რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარ ქვაკუთხედად. საბჭო ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას”, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ განცხადებაში.
საბჭო ადასტურებს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობას", როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განსაკუთრებულ განზომილებას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას "ძალიან მალე" ელოდება.
"მიმაჩნია, რომ საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს პირობები. პოზიტიურ გადაწყვეტილებას ძალიან მალე ველოდები, რადგან ამ ქვეყნების მოქალაქეები იმსახურებენ ამას.... მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჯერ კიდევ ნოემბერია, ამიტომ დეკემბერში პროცესის დასრულების შესაძლებლობა არსებობს.
ერთადერთი მიზეზი ამ პროცესის გაჭიანურების არის ის, რომ საჭიროა, ევროკავშირსა და ევროპარლამენტს შორის "შეჩერების მექანიზმთან" დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა“, - განაცხადა ევროკომისარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.