პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა 19 ნოემბერს გახდება ცნობილი.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ქუმსიშვილმა აღნიშნა, განცხადებას მთავრობის შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი გააკეთებს.
„პრემიერი გააკეთებს განცხადებას, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში და ვინ - არა. საქართველოში ყველაფერი ხდება ცნობილი და არც ეს დაიმალება, იქნება 19 რიცხვში. 19 რიცხვამდე ბევრი არაფერია დარჩენილი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.