დონალდ ტრამპის არჩევა შეერთებული შტატების შემდეგ პრეზიდენტად ისრაელისთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს გადააწყოს თავისი ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა, - განაცხადა ორშაბათს ისრაელის კაბინეტის ულტრა-მემარჯვენე წევრმა და პალესტინის სახელმწიფოს თავდადებულმა ოპონენტმა. ამის შესახებ სტატიას Reuters -ი აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც Guardian.ge გთავაზობთ.
ნაფტანის ბენეტმა, რელიგიურ-ნაციონალისტური ებრაული სახლის პარტიის ლიდერმა და ისრაელის ახალშენების მშენებლობის მტკიცე მხარდამჭერმა, თქვა, რომ ახლა ჯერი პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზეა დაეკონტაქტოს შეერთებული შტატების ადმინისტრაციას და მსოფლიოს იმისათვის, რაც მას სურს, და მოახერხოს ამ მიმართულებით პროცესის დაძვრა.
მისი საკუთარი წარსულის დამოწმებით, როგორც მაღალი ტექნოლოგიების მეწარმემ, ბენეტმა თქვა, რომ მიზნების ნათლად ჩამოუყალიბებლობა წარუმატებლობის საწინდარი იქნება.
„ცვლილებების კომბინაცია შეერთებულ შტატებში, ევროპაში და რეგიონში ისრაელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს გადატვირთოს და შეცვალოს ყველაფერი“, უთხრა 44 წლის ბენეტმა უცხოური პრესის ასოციაციის წევრებს.
„ჩვენ გვაქვს შანსი გადავტვირთოთ სტრუქტურა ახლო აღმოსავლეთის გასწვრივ. ჩვენ ხელი უნდა ჩავავლოთ ამ შესაძლებლობას და ვიმოქმედოთ“.
„ძველ გზაზე“ დაყრდნობა, თქვა მან, შეცდომა იქნებოდა.
ბენეტს არ დაუკონკრეტებია რას ფიქრობს იმაზე, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს ნეთანიაჰუმ, მაგრამ წარსულში ბენეტმა გააკეთა მოწოდება უმეტესი დასავლეთ სანაპიროს ანექსიაზე, რომელიც პალესტინელებს, ღაზასა და აღმოსავლეთ ისრაელთან ერთად თავიანთ სახელმწიფოდ უნდათ.
ისრაელს დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ იერუსალიმი 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული აქვს ოკუპირებული.
ნეთანიაჰუ, რომელსაც ახირებული ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან, მიესალმა ტრამპის არჩევას და მას ტელეფონით უკვე ესაუბრა. მან ასევე Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და ორ ქვეყნას შორის კავშირების უფრო მეტად განმტკიცების სურვილი გამოხატა. ტელეფონით ასევე მათმა ცოლებმაც ისაუბრეს.
თავისი საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ იგი მხარს დაუჭერდა ისრაელს არაერთ კრიტიკულ საკითხში, მათ შორის შეერთებული შტატების საელჩოს თელ-ავივიდან იერსულამში გადატანაში, რაც დაიცავდა იერუსალიმს, როგორც ისრეალის დედაქალაქს, საერთაშორისო წინააღმდეგობების მხრივ და არ გამოიყენებდა ზეწოლას პალესტინელებთან დიალოგის წარმათვისთვის.
ჯეისონ გრინბლატმა, ტრამპის მრჩეველმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ასევე განაცხადა, რომ ისრაელის დასახლებების მშენებლობა იმ მიწაზე, რომელიც პალესტინელებს თავიანთ სახელმწიფოდ სურთ, არ წარმოადგენს გადაულახავ დაბრკოლებას მშვიდობისა და იმისათვის, რომ ორი-სახელმწიფოს საკითხის გადაწყვეტა - საერთაშორისო დიპლომატიის დედაარსი 20 წლის განმავლობაში - არ მუშაობს.
შედეგად, ისრაელის ბევრმა პოლიტიკოსმა და ანალიტიკოსმა დაასკვნა, რომ ტრამპის პრეზიდენტობა წყალობა იქნება ისრაელისათვის. პალესტინის ოფიციალური პირები უხალისოდ მიდიან ამ დასკვნამდე და დაჟინებით მოუწოდებენ მსოფლიოს, ყურადღება მიაქციონ.
ტრამპის გამარჯვებიდან დაუყოვნებლივ, ბენეტმა გამოაცხადა, რომ ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტა -იდეა პალესტინური სახელმწიფოსი, ისრაელის გვერდიგვერდ და მშვიდობა - ფაქტობრივად მკვდარი იყო.
„ტრამპის გამარჯვება ისრაელისთვის არის შესაძლებლობა დაუყოვნებლივ უარი თქვა პალესტინური სახელმწიფოს იდეაზე“, თქვა მან. „პალესტინური სახელმწიფოს ხანა დასრულებულია“.
მას არ გაუმეორებია ეს აზრი ორშაბათს, მაგრამ ნამდვილად განაცხადა: „საიდუმლო არ არის, რომ მიმაჩნია, რომ პალესტინური სახელმწიფოს ისრაელის შუაგულში დაფუძნების იდეა შეცდომაა“.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს მოლაპარაკების გზით მიღწეულ დასახლებას, რომელიც დემილიტარიზებულ პალესტინურ სახელმწიფომდე მივა, მაგრამ ეწინააღმდეგება 1967 წლის წინა პერიოდამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნებას, რაც მისი თქმით, იქნებოდა დაუცველი და მოითხოვს პალესტინელებისაგან აღიარონ ისრაელი, როგორც ებრაული სახელმწიფო, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმებით. მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2014 წელს ჩაიშალა.
მაშინ როცა ბენეტი და სხვები შესაძლოა აღფრთოვანებული იყვნენ ტრამპის თეთრ სახლში ყოფნის პერსპექტივით, შესაძლებელია, რომ მისი საარჩევნო კამპანიისას გაცხადებული პოლიტიკური იდეები ოფისში შესვლის შემდგომ წარმოებულ პოლიტიკას აცდენილი იყოს. პრეზიდენტობის კანდიდატებს წარსულშიც პირობა დაუდევთ, რომ შეერთებული შტატების საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანდნენ, მაგრამ შემდეგ თავიანთი სიტყვისთვის უღალატიათ.
მეტისმეტად პრო-ისრაელის პოლიტიკის გატარება ამერიკის მხრიდან, რისკების შემცველია. თუ ნათელი გახდება, რომ ორი-სახელმწიფოს საკითხის გადაწყვეტის პერსპექტივა ნამდვილად მკვდარია, და ისრაელის დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია სამუდამოდ გაგრძელდება, მაშინ მორიგი პალესტინური ამბოხების და უფრო ფართო, მზარდი არეულობების წარმოშობის შანსები გაიზრდება.
მაგრამ ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა იპოვონ თავიანთი თავი მკვეთრ უთანხმოებებში რეგიონის სუნიტ არაბ პარტნიორებთან, ისეთებთან, როგორიცაა ეგვიპტე, საუდის არაბეთი და იორდანია. ისრაელს მოსწონს თავის წარმოჩენა ამ ქვეყნებთან კავშირების გაუმჯობესებით, მაგრამ ეს შეიძლება რომ მალევე დასრულდეს, თუ იგი ისეთ დრამატულ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას გამორიცხავს და პალესტინური სახელმწიფოს იმედს ჩაკლავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.