არგენტინაში ვერტმფრენების შეჯახებას ფრანგული სპორტის ვარსკვლავები ემსხვერპლნენ
09-03-2015, 23:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


არგენტინაში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის სპორტის სამი ფრანგი ვარსკვლავი ადგილზევე გარდაიცვალა, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ადასტურებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

 

8 ფრანგი ეროვნების ადამიანი და ორი არგენტინელი პილოტი ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ბუენოს აირესიდან 1 170 კილომეტრის დაცილებით მდებარე ლა რიოხას პროვინციაში დაიღუპა.

 

ვერტმფრენს ფრანგული სპორტის ვარსკვლავები, ფრანგული არხის TF1 -ის ეთერისთვის ცნობილ ადამიანებზე შოუს გადასაღებად გადაჰყავდა.

 


შოუს სცენარი კი ასეთია: ცნობილ ადამიანებს ვერტმფრენით გადააფრენენ სახიფათო, უკაცრიელ ადგილებში და ხდება იმის გადაღება თუ როგორ დაეძებენ ისინი საკვებსა და თავშესაფარს გარე სამყაროსაგან მოწყვეტილ მხარეში.

 


ვერტმფრენების შეჯახების მიზეზი უცნობია. ოფიციოზის ცნობით, როცა ინციდენტი მოხდა, აღნიშნულ მთიან რეგიონში კარგი ამინდი და ხილვადობა იყო.

 

 Camille Muffat, Alexis Vastine and Florence Arthaud

კამილე მუფატი, ალექსის ვასტინე და ფლორენს არტჰაუდი საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით გარდაცვლილები არიან. 

 

საპრეზიდენტო განცხადებაში ნათქვამია: "ჩვენი ფრანგი ეროვნების თანამემამულეთა მოულოდნელი სიკვდილი უსაზღვრო მწუხარებას იწვევს“.

 

 

კამილე მუფატი, 25 წლის, სამი მედლის, მათ შორის ერთი ოქროს მედლის მფლობელი. ოქროს მედლის გამარჯვებული იგი 400 მეტრ მანძილზე თავისუფალ ცურვაში, 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე გახდა.

 

 

ალექსის ვასტინე, 28 წლის, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ბოქსში, მსუბუქ წონით კატეგორიაში. იგი ძალიან მცირე სხვაობით იქნა დამარცხებული მეოთხედფინალში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე.

 

 

ფლორენს არტჰაუდი, 57 წლის, დიდად წარმატებული მეზღვაური, 1990 წლის როტე დუ რამის პრესტიჟული სოლო ატლანტიკის გამარჯვებული. 17 წლის ასაკში, სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო იგი ერთხანს კომაში იმყოფებოდა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი