რუსეთის ეკონომიკის მინისტრი ალექსეი ულიუკაევი სავარაუდო ქრთამის აღების კავშირის გამო დააპატიმრეს.
როგორც BBC წერს, რუსეთის მთავარმა ანტი-კორუფციულმა ორგანომ, საგამოძიებო კომიტეტმა, განაცხადა, რომ ულიუკაევმა 2 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო.
მის სამინისტროს პოზიტიური შეფასება ჰქონდა, რამაც განაპირობა ის, რომ ნავთობის გიგანტმა „როსნეფტმა“ სხვა სანავთობო კომპანიიდან, „ბაშნეფტიდან“ 50% წილი შეიძინა.
ულიუკაევი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ რუსეთში, მაშინდელ საბჭოთა კავშირში, დააპატიმრეს.
„ეს არის „როსნეფტის“ წარმომადგენლებისაგან ქრთამის გამოძალვა, რომელსაც თან ახლდა მუქარა“, - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში.
საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მინისტრს ბრალი მალე წარედგინება.
თუკი ულიუკაევს დანაშაული დაუმტკიცდება, მას 8-დან 15 წლამდე პატრიმრობა ემუქრება.
„როსნეფტმა“, რომელსაც რუსეთის მთავრობა აკონტროლებს, „ბაშნეფტისგან“ 50%-იანი წილი ოქტომბერში 330 მილიარდ რუსულ რუბლად შეიძინა.
ულიუკაევი ეკონომიკის მინისტრად 2013 წელს დაინიშნა, მანამდე იგი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.